ჩანთის სახეობა და სტილი
ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ ჩანთის ყველა სტილი ატარებს თავის სახელს მისი ისტორიული ევოლუციიდან გამომდინარე.
ქართულ ენაში ეს სახელები შედარებით მწირია, ალბათ რადგან მათი განვითარება და ქართულ ენაში მყარად დამკვიდრება მოდის განვითარებასთან პარალელურად ვერ მოხერხდა რიგი მიზეზების გამო, მათ შორის კი გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმეობა კანონით აკრძალული იყო სოციალისტური წყობის პერიოდში…
თუმცა დასავლეთ ევროპელი დიზაინერები და მეწარმეები აქტიურად ვითარდებოდნენ და შესაბამისადაც ყალიბდებოდა სხვადასხვა სტილის ჩანთები, რომელებიც იმკვიდრებდნენ ტერმინებსა და სახელებს თავიანთი ფუნქციონალიდან და შესაბამისი სტილიდან გამომდინარე.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ნამდვილად გვაქვს სხვადასხვა სტილის დასახელებები (მაგ.: ხელჩანთა, ზურგჩანთა, ჯვარედინი ჩანთა და ა.შ.) ყველა თანხმდება, რომ საერთო ჯამში დასახელებები ღარიბადაა წარმოდგენილი ქართულ ენაში.
გამომდინარე აქედან უპრიანი იქნება ჩამოვთვალოთ ძირითადი სტილის დასახელებები ინგლისურად:
Bucket, Clutch, Crossbody, Duffel, Envelope, Messenger, Saddle, Satchel, Shoulder Bag, Tote, Hobo, Quilted, Wristlet და ა.შ.
ეს კიდევ არასრული ჩამონათვალია, თუმცა მოიცავს ძირითად კატეგორიებს.
წყარო: https://starbag.ge
ავტორი: StarBag.Ge – ჩანთების ონლაინ მაღაზია